კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე „გარეჯმა“, რომლის მიზანი ქართული ფეხბურთი ელიტაში აღზევებაა, ახალი სეზონის წინ 8 ფეხბურთელი დაიმატა.
„გარეჯის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კახი გოგიჩაშვილის გაწვრთნილ გუნდში მეკარეები დავით კუპატაძე და სოსო ქარდავა, მცველები გიორგი ქავთარაძე, გიორგი კალანდია და ნიგერიელი ოდუდუვა მომო ანუანუაპუ, ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, თავდამსხმელები კოტ დივუარელი მუსტაფა კამატე და დავით ებრალიძე ჩაირიცხნენ.






