„უიპეშტი“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, უნგრეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში ქართველის გუნდი შინ „კიშვარდას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
შეხვედრაში პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს – 68-ე წუთზე თავი კამაიმ გამოიჩინა. 74-ე წუთზე სიმონმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გამარჯვების გოლი კსონგვაიმ გაიტანა.
სეზონის განახლების შემდეგ ბერიძეს გოლი არ გაუტანია. ჩემპიონატის პირველ ნახევარში მან 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, ხოლო თასზე გამართულ ორ შეხვედრაში თავი სამ გოლს მოუყარა.






