საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროების 19 წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და 0:1 დამარცხდა.
ამხანაგური მატჩებისთვის მზადება საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა 24 ფეხბურთელით დაიწყო, თუმცა Covid 19-ის გამო, ჩვენი გუნდი დუბაიში არასრული შემადგენლობით გაემგზავრა. სამატჩო განაცხადში მხოლოდ 13 ფეხბურთელი იყო.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, მატჩის ერთადერთი გოლი მასპინძლებმა მეორე ნახევარში გაიტანეს – 55-ე წუთზე თავი სარაჰ სამიჰმა გამოიჩინა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები – საქართველო 0:1 (0:0)
საქართველო ლიზი კანდელაკიშვილი, მარიამ ბერაშვილი (70′ მარია-იზაბელა მელიქიშვილი), ანა პავლიაშვილი, ნინო ჯგუშია, თამუნა წიქარიძე (46′ ელენე კახნიაშვილი), მარიამ კაპანაძე, რუსუდან მანაგაძე, ლიზი დიასამიძე, ლიკა ქობალავა, მაიკო ბებია, ლიზი გომელაური.
მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი.
საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების 19 წლამდე ნაკრებების მეორე მატჩი 11 თებერვალს შედგება.
11 თებერვალი | დუბაი | U19 ქალთა ამხანაგური მატჩი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – საქართველო
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები აპრილში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი კვლავ ბ ლიგაში ითამაშებს, სადაც ჯგუფის მასპინძელ ანდორას, სლოვაკეთს და სომხეთს დაუპირისპირდება. ბ ლიგის მეხუთე ჯგუფის გამარჯვებული ა ლიგაში გადაინაცვლებს.





