დღეს, მინსკის განვითარების თასზე მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ტურნირის ფარგლებში მეორე ტურის მატჩი ჩაატარა, სადაც ტურნირის მასპინძელ ბელარუსის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.
ბელარუსის 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს ალეკსეი კოჟანოვსკის გოლით და ივან აგეევის დუბლით სძლია.
მომდევნო მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 10 თებერვალს, მინსკის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივ გუნდთან გამართავს.
- შემადგენლობა და მატჩის ოქმი – ბელარუსი : საქართველო





