“ტორპედომ” შეკრებაზე პირველი მატჩი მოიგო

0
89

ქუთაისის “ტორპედომ” თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი ჩაატარა და პირველად გაიმარჯვა. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი სერბულ “ნაპრედაკს” დაუპირისპირდა და 4:1 სძლია. გამარჯვებულებიდან გოლები ლევან მჭედლიძემ, გიორგი არაბიძემ ორჯერ და აკაკი შულაიამ გაიტანეს.
“ტორპედოს” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ჰამზიჩი, აბულაძე, სანდოხაძე, ნადარაია, ტაბატაძე, კუხიანიძე, მანჯგალაძე, პაპუნაშვილი, შერგელაშვილი, ახვლედიანი, მჭედლიძე.
სათადარიგოები: კვასხვაძე, შუალაია, არაბიძე, ბუღრიძე, გოგლიჩიძე, ჩარგეიშვილი, თევზაძე, მირცხულავა, ძარია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელებო თურქეთში პირველი სპარიმგში ჩერნოგორიის “რუდართან” 1:2 დამარცხდნენ.