გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით მორიგი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ამჯერად თავი კვიპროსის თასზე გამოიჩინა. აპოელმა, სადაც მასთთან ერთად ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი გამოდიან, თასის 1/8-ფინალში შინ თანაქალაქელ „ოლიმპიაკოსს“ 2:1 აჯობა, ხოლო სტუმრად 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
აპოელიდან ანგარიში მე-20 წუთზე ლეო ნატელმა გახსნა, ხოლო ქვილითაიამ 48-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – მარჯვნიდან პარტნიორის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა. მან „ოლიმპიაკოსს“ პირველ შეხვედრაშიც გაუტანა, ის 66-ე წუთზე შეცვალეს. მე-60 წუთზე თავი ეგრემმა გამოიჩინა, ხოლო შეხვედრის ბოლო გოლი 77-ე წუთზე მაგლიკამ მიითვალა.
აპოელში დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ტრავმირებული ოქრიაშვილი ნიქოზიელთა განაცხადში ისევ არ იყო.
ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, ხოლო თასზე თავი 2-ჯერ გამოიჩინა.





