„ვალენსიას“ ძირითადი მეკარის იესპერ სილესენის ტრავმის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილის თავის გამოჩენის შანსი არც „კადისთან“ სათასო მატჩში მისცეს. არადა, თამაშამდე ესპანურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ვალენსიელთა მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ქართველ გოლკიპერს სასტარტოში დააბრუნებდა.
თასის 1/4-ფინალში „ვალენსიამ“ შინ „კადისი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მატჩის 24-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გონსალო გედეშმა გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. 54-ე წუთზე „კადისის“ ახალწვეულმა ლუკას პერესმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. 79-ე წუთზე დურომ „კადისის“ კარი აიღო და ვალენსიელები 1/2-ფინალში გაიყვანა.
სილესენის არყოფნაში „ვალენსიას“ კარს ისევ ხაუმე დომენეკი იცავდა, ხოლო მამარდაშვილი სათადარიგო იყო.





