„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი უსმან დემბელე მიმდინარე წლის ზაფხულში გუნდს დატოვებს.
„უსმან დემბელე მომავალ სეზონში გუნდში არ იქნება. როგორც მეჩვენება ის სხვა კლუბს უკვე მოელაპარაკა. ასე რომ ნაკლებ სავარაუდოა „ბარსელონას“ მაისურით კიდევ ვანხოთ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს“ – ციტირებს ლაპორტას Marca.
მანამდე, კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ განაცხადა, რომ დემბელე კლუბიდან წავა, რადგან ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა. მას კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
„ბარსელონამ“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი 2017 წლის ზაფხულში 105 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ამ ტრანსფერმა არ გაამართლა. დემბელემ კატალონიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 127 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.




