„ბარსელონამ“ პიერ ემერიკ ობამეიანგი ოფიციალურად წარადგინა. გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი რომლის თანახმად ობამეიანგს 2023 წელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა ნაადრევად შეუძლია.
აფრიკელი ფეხბურთელი „ბარსაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ლონდონის „არსენალმა“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. ობამეიანგს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირდება და კვირაში მისი ხელფასი 350000 გირვანქა სტერლინგი იყო.
გაბონელი ბოლო პერიოდში „არსენალში“ ნაკლებად პროდუქტიული იყო, ვიდრე ლონდონელთა რიგებში გადასვლის საწყის სეზონებში. გარდა ამისა, მასსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას შორის კონფლიქტი მოხდა. ობამეიანგს ნება დართეს ავადმყოფი დედა მოენახულებინა, მაგრამ ის კლუბში 24 საათში უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, ის რამდენიმე დღის მერე დაბრუნდა, რის გამო, არტეტამ კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და გუნდის განაცხადშიც აღარ შეჰყავდა.






