ტურინის „იუვენტუსმა“ აარონ რემზი იჯარით შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსში“ გაშვა. უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გლაზგოელთა შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
„რეინჯერსს“ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ 31 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლევა აქვს.
რემზიმ მიმდინარე სეზონში „იუვეს“ შემადგენლობაში 5-ჯერ ითამაშა და გასაკვირი არაა, რომ იტალიურმა გრანდმა გაანათხოვრა.





