ლონდონის „ტოტენჰემმა“ ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო „ვილიარეალში“ გაანათხოვრა. არგენტინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგის კლუბში ამ სეზონის ბოლომდე დარჩება.
25 წლის სამხრეთ ამერიკელი „ტოტენჰემში“ 2019 წელს „პარი სენ ჟერმენიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 84 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან არგენტინის ეროვნულ გუნდში 37-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.





