„ევერტონის“ გაწვრთნის მთავარი კანდიდატი პორტუგალიელი სპეციალისტი ვიტორ პერეირაა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, 53 წლის პერეირა უკვე შეხვდა ლივერპულური კლუბის მეპატრონე ფარჰად მოშირის.
„ევერტონის“ ხელმძღვანელები ახალ მწვრთნელს მას მერე ეძებენ, რაც 10 დღის წინ ესპანელი სპეციალისტი რაფა ბენიტესი დაითხოვეს.
პერეირა ბოლო თურქეთის „ფენერბაჰჩეში“ მუშაობდა, სადაც 2021 წლის 2 ივლისიდან იმავე წლის 20 დეკემბრამდე დაჰყო. მას კარიერის განმავლობაში ასევე „პორტუ“, „ოლიმპიაკოსი“, „მიუნხენ 1860“, „ალ-აჰლი“ და „შანხაი სიპგ“ გაუწვრთნია.
მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში „ევერტონმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილზეა.
