დიეგო კოსტა იტალიის სერია A-ს კლუბ „სალერნიტანაში“ ითამაშენს, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა თავის ტვიტერის გვერდზე. ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს. თუ „სალერნიტანა“ იტალიური ფეხბურთის ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს, მაშინ მხარეებს შორის თანამშრომლობა ავტომატურად გაგრძელდება.
33 წლის კოსტა, რომელიც ესპანეთის მოქალაქეა 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის იანვრამდე „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობდა, სადაც 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
