„უოტფორდის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 74 წლის როი ჰოჯსონი შეცვლის. ის ბოლოს „კრისტალ პალასში“ მუშაობდა, რომლიდან შარშან ზაფხულში წავიდა.
რანიერი „უოტფორდის“ თავკაცად 2021 წლის 4 ოქტომბერს ესპანელი ჩისკოს მაგივრად დანიშნეს, რომელმაც გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა, ხოლო მანამდე თბილისის „დინამოს“ ავარჯიშებდა.
იტალიელმა ინგლისურ გუნდში 112 დღე იმუშავა და პრემიერ ლიგაში ჩატარებული 13 მატჩიდან 2 მოიგომ 10 წააგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულდა. „უოტფორდი“ 20-გუნდიან სატურნირ ცხრილში მე-19 ადგილზეა.





