შოთა არველაძე ინგლისში დღეს ჩაფრინდება, რათა სათავეში ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ჰალს სიტის“ ჩაუდგეს, იუწყება Daily Mail.
ქართველი საფეხბურთო სპეციალისტი „ჰალის“ ახალმა მფლობელმა თურქმა ტელემაგნატმა აჯუნ ილიჯალმა მიიწვია, რომელმაც კლუბი 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. არველაძეს მას დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. ილიჯალმა „ჰალის“ ყიდვის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩრდილოეთ ირლანდიელი გრანტ მაკენის ნაცვლად შოთას დანიშვნა გადაწყვიტა. მაკენი “ჰალის” თავკაცის თანამდებობიდან დღეს დაითხოვეს.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მიღებას ელოდებოდა და ინგლისში მანამდე ამიტომ ვერ ჩავიდა. არველაძე პირველი ქართველი სპეციალისტი იქნება, რომელიც ინგლისში მწვრთნელად იმუშავებს.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის თურქეთის „ქაისერს“, „ქასიმფაშას“, თელ ავივის „მაქაბის“, „ტრაბზონსფორს“ და უზბეკეთის ტაშკენტის „ფახთაქორს“ ავარჯიშებდა.
„ჰალი“ ჩემპიონშიფში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ 29 ქულით 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზეა.





