ქეცბაიამ და ლორიამ წაუგებელი სერია გაახანგრძლივეს

0
53

„ანორთოსისმა“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი სერია გაახანგრძლივა.
მე-18 ტურში ფამაგუსტელები სტუმრად აეკ-ს შეხვდნენ და ქულა აიღეს. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 52-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ტრიჩკოვსკიმ გახსნა, ხოლო 70-ეზე საპასუხო ბურთი ნოვოტნიმ გაიტანა.
„ანორთოსისის“ ერთადერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ლორიამ სტუმართა კარი ორი ტაიმის განმავლობაში დაიცვა. ფამაგუსტელებმა ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, რის შედეგად 26 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან.