თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „ზირემ“, სადაც დავით ვოლკოვი გამოდის ამხანაგური მატჩი ჩრდილოეთ მაკრედონიის „ბრეგალნიცა სტიპთან“ ჩაატარა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.
ბალკანელები მე-5 წუთზე დუიოვსკიმ დააწინაურა, რომელმაც მეტოქის დაცვის შემცდომით ისარგებლა. აზერბაიჯანელებმა ანგარიში მე-14 წუთზე გაათანაბრეს, როდესაც მეტოქის კარის წინ მდგომმა ვოლკოვმა თანაგუნდელის ზუსტი პასი გამოიყენა და თავით გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
მთავარი ნიუსი ვოლკოვმა თავის გუნდს ბალკანელებთან სპარინგში არ წააგებინა