„რეალი“ თასის 1/4-ფინალშია – აზარის პირველი გოლი სეზონში

0
48

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში მადრიდელები სტუმრად ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ელჩეს“ შეხვდნენ და შემდეგი ეტაპის საგზური დამატებით დროში მოიპოვეს.
მატჩის 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 102 წუთზე სტუმრებს ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელო ბოლო იმედის ჯარიმისთვის გაუძევეს, შეხვედრის 103-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გონსალო ვერდუმ გახსნა. ხუთ წუთში დანი სებალოსის გადაცემის შემდეგ ისკომ ანგარიში გაათანაბრა. 115-ე წუთზე თავი ედენ აზარმა გამოიჩინა, რომელმაც დავიდ ალაბას პასი გამოიყენა. ბელგიელმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრის მიწურულს მე-2 ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედანი „ელჩეს“ მოთამაშე პერე მილიამ დატოვა.
მადრიდელებმა არსებობის ისტორიაში თასზე სტუმრად ჩატარებული მატჩის დამატებით დროში 2 გოლი პირველად გაიტანეს. კარლო ანჩელოტის გუნდმა ყველა ტურნირში ზედიზედ 5 თამაში მოიგო.