ლობჟანიძის გუნდის კატასტროფული წაგება სტუმრად

0
53

„ჰათაისფორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ჰათაელები სტუმრად „ალანიასფორს“ სატურნირო ცხრილში კონკურენტთან 0:6 განადგურდნენ. ეს მარცხი გასაკვირი იმითაც იყო, რომ ერთი ტურით ადრე ლობჟანიძის გუნდმა „გალათასარაის“ 4:2 აჯობა და საქართველოს ნაკრების გარემარბმა დუბლი შეასრულა.
ლობჟანიძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ 4 გოლი გაიტანეს. სხვათა შორის, „ჰათაისფორს“ მსგავსი ჩავარდნა გასულ სეზონშიც ჰქონდა, როდესაც 2021 წლის 1 მაისს სტუმრად „ბეშიქთაშთან“ 0:7 წააგო.
„ჰათაისფორს“ 35 ქულა აქვს და 20-გუნდიან სუპერლიგაში მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. თუმცა, მე-3 პოზიციაზე მყოფ „ფენერბაჰჩეს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.