„ბარსელონა“ თასიდან გავარდა – ფატიმ შესაძლოა 2 თვე ვერ ითამაშოს

0
58

„ბარსელონა“ ესპანეთის თასს 1/8-ფინალში გამოეთიშა. ხავის შეგირდები სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდნენ და დამატებით დროში წააგეს, ხოლო მატჩის გმირი მასპინძლების ფოვარდი იკერ მუნიაინი აღმოჩნდა. მან ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო „ბარსას“ ახალწვეულმა ფერან ტორესმა საპასუხო ბურთი გაიტანა და კატალონიელთა მაისურით სადებიუტო გოლი მიითვალა.
86-ე წუთზე ბასკები ინიგო მარტინესმა დააწინაურა, მაგრამ პედრიმ ძირითადი დროსთვოს დამატებულ მე-3 წუთზე ბოლბაოელთა კარი აიღო და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. მუნიაინმა 105 წუთზე პენალტი გამოიყენა და მისი დუბლით „ატლეტიკი“ 1/4-ფინალში გავიდა.
„ბარსელონასთვის“ ცუდი კიდევ ისე მოხდა, რომ ანსუ ფატიმ მორიგი ტრავმა მიიღო. ის თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და 96-ეზე შეცვალეს. ახალგაზრდა თავდამსხმელს ბარძაყის კუნთი დაუზიანდა და შესაძლო 2 თვე ვერ ითამაშოს.