ყველაზე გვიანი ქამბექი პრემიერ ლიგის ისტორიაში – კეინის 250

0
47

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ გასვლაზე „ლესტერს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. შეხვედრის 24-ე წუთზე ანგარიში დაკამ გახსნა, ხოლო ჰარი კეინმა ანგარიში 38-ე წუთზე გააათანაბრა. კეინმა 10 წლის და 362 დღის განმავლობაში საკლუბო დონეზე 250 გოლი გაიტანა. მან „ტოტენჰემის“ მაისურით ჩატარებულ 365 შეხვედრაში თავი 234-ჯერ გამოიჩინა, „მილოულში“ 27 თამაშში 9 ბურთი მიითვალა, „ლეიტონ ორიენტში“ კი 18 თამაშში მეტოქეები 5-ჯერ დაამწუხრა. მან ლონდონელთა შემადგენლობაში „ლესტერის“ კარი 18-ჯერ აიღო – უშუალოდ დანიელ მეკარე კასპერ შმეიხელს 15-ჯერ გაუტანა.
76-ე წუთზე „ლესტერი“ წინ მედისონმა გაიყვანა და დარჩენილ დროში ნიდერლანდელმა ბერგვინმა გაიბრწყინა, რომელიც მატჩის გმირი გახდა. მან ჯერ მასპინძლების კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე აიღო, ხოლო შემდეგი – მეშვიდეზე. „ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე გვიანი ქამბექი შემოგვთავაზა, მანამდე რეკორდი „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნოდა 2012 მაისში „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩში, რომლის წყალობით „დედაქალაქელებმა“ არსებობის მანძილზე პირველად პრემიერ ლიგა მოიგეს.
ბერგვინი პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 2-ჯერ გაიტანა და გუნდს მოაგებინა. მანამდე, ეს ესპანელმა ფერნანდო ლორიენტემ „სუონსის“ მაისურით „კრისტალ პალასთან“ (5:4) 2016 წლის ნოემბერში მოახერხა.
ანტონიო კონტეს გაწვრთნილ ლონდონელებს პრემიერ ლიგაში ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგიათ და 36 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე არიან.