ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ბრენტფორდს“ შეხვდა და 3 ქულა აიღო. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 55-ე წუთზე ანგარიში ელანგამ გახსნა. 62-ე წუთზე გრინვუდმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 77-ეზე მასპინძლების კარი რეშფორდმა აიღო. მანამდე, 71-ე წუთზე მანჩესტერელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუმ შეცვალა, რომელმაც უკმაყოფილომ სპორტული ქურთუკი მოისროლა. თამაშის შემდეგ რანგნიკმა რონალდუს მიმართა: „მწვრთნელი თუ გახდები ამას მწვრთნელის თვალით შეხედავ“. „ბრენტფორდიდან“ ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე ტონეუმ გაიტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველი გუნდია, რომელმაც პრემიერ ლიგაში სტუმრად 300 მატჩი მოიგო. „ჩელსის“ ანგარიშზე 259 საგარეო გამარჯვებაა, ხოლო „არსენალის“ – 246.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულის“ შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც გოლი პრემიერ ლიგის 60-ივე სტადიონზე გაიტანა. რანგნიკის შეგირდები 35 ქულით 20-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზე არიამ.
