თბილისის „დინამომ“ თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებამდე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში წელს დაწინაურებულ თანაქალაქელ სპაერთან ჩაატარა. ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„დინამომ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო – მე-3 წუთზე თავისი სადებიუტო გოლი მასპინძლების რიგებში თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა. მეორე ტაიმიდ დაწყებიდან 20 წუთში კახა ცხადაძის შეგირდებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – ამჯერად გიორგი გაბედავა გამოირჩა. თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლები უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბოლო 15 წუთში 2 ბურთი გაუშვეს – მე-80 წუთზე ანგარიშში სხვაობა ნაჭყებიამ შეამცირა, რომელმაც 88-ე წუთზე დუბლი მიითვალა. ორივე შემთხვევაში დინამოელთა მეკარემ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ბიტოკი, მექვაბიშვილი, ლომინაძე, კირკიტაძე, სხირტლაძე, ანტილევსკი, ბილენკი.
შეცვალზე შევიდნენ: ბერუაშვილი, მაქაცარია, ხარაბაძე, იაკობიძე, ბენიო, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, პაპავა, გაბედავა, გაფრინდაშვილი, ოსეი, იობაშვილი.
“დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში განაგრძობს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად – 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5 თებერვლიდან 16 თებერვლამდე ჩატარდება, რა პერიოდშიც დედაქალაქელები 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
26 იანვარს დინამო უკრაინის პრემიერლიგელ “ლვოვს” გაეჯიბრება. 29 იანვარს სპარინგ მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი კრუშევაცის “ნაპრედაკი” გაუწევს, ხოლო 1 თებერვალს “დინამო” ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს – რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს ჩვენი გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის “მეტალისტთან” ამხანაგური მატჩით დაასრულებს.
თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი. 8 თებერვალს “დინამო” უკრაინის ჩემპიონ კიევის “დინამოსთან” ისპარინგებს. 10 თებერვალს თბილისელები მეტოქეობას რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდებიან. მომდევნო დღეს დინამოელები დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსან “რანდერსთან” ითამაშებენ, ხოლო შეკრებას კახა ცხადაძის გაწვრთნილები 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის “ფახთაქორთან” მატჩით დაასრულებენ.
