“ლოკომოტივიდან” დეკანოსიძე და ფიზმომზადების მწვრთნელიც წავიდნენ

0
70

თბილისის “ლოკომოტივი” ექსმწვრთნელის გია ჭიაბრიშვილის შტაბის კიდევ ორმა მწვრთნელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ლოკოს” გიორგი დეკანოსიძე, რომელიც ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო და ფიზმომზადების იტალიელი სპეციალისტი რიკარდო დე ვივო დაემშვიდობნენ.
შეგხსენებთ, “ლოკომოტივის” თავკაცად ლაშა ჭაღიაშვილის დაბრუნდა, რომლის ხელმძღვანელობით 18 იანვრიდან გუნდი საგურამოში თავის ბაზაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.