“დილას” ნახევარმცველის მორიგი მატჩი აფრიკის თასზე

0
37

კამერუნში მიმდინარე აფრიკის თასზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-3 ტურის მატში, მალავის ეროვნული  ნაკრები სენეგალს დაუპირსპირდა, მატჩი ფრედ 0:0 დასრუდა. აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო გორის “დილასს” ნახევარმცველი ფრანცისკო მადინგა, რომელიც 79 -ე წუთზე შეცვალეს.
მალავის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფი 4 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა, აღსანიშნავია რომ გათამაშების პროტოკოლის მიხედვით ტურნირის 6 ჯგუფიდან 4 – საუკეთესო მესამე ადგილოსანი პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. აღნიშული მაჩვენებლით მალავის ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს და საგზურის ბედი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ჯგუფური ეტაპის დანარჩენი შეხვედრები დასრულდება.