კვეკვესკირის გოლი ამხანაგურში

0
78

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში თავი ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა. პოზნანელები სეზონის მეორე ეტაპის დაწყებამდე შეკრებას თურქეთის ქალაქ ბელეკში გადიან და პირველი ამხანაგურ შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუბიასთან“ ჩაატარეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 34-ე წუთზე, როდესაც  კარის წინ მდგომმა პარტნიორისგან პასი მიიღო, თავით გოლის გატანა არ გაჭირვებია. 38-ე წუთზე მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ანტონიო მილიჩმა მეორე გოლი გაიტანა. საბოლოოდ, პოზნანელებმა 4:2 მოიგეს.
29 წლის კვეკვესკირი „ლეხში“ მეორე სეზონს ატარებს და პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი მიითვალა.