სპორქსლედემ “დინამო” დატოვა

0
45

თბილისის “დინამომ” ნიდერლანდელ მარჯვენა მცველ ფაბიან სპორქსლედე გაუშვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:
“თბილისის “დინამოს” და ფაბიენ სპორქსლედეს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ნიდერლანდელ მცველს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში”.
სპორქსლედე “დინამოს” შარშან, სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. მან თბილისელთა მაისურით  34 მატჩი გამართა და ორი გოლი გაიტანა.