“რეალის” მეთორმეტე სუპერთასი

0
50

კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა მადრიდის “რეალმა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკი” 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგო.
ანგარიში მატჩის პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე გაიხსნა. ლუკა მოდრიჩმა უძლიერესი დარტყმით მოახერხა მადრიდელთა დაწინაურება. ხორვატი 38 წლის და 129 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ესპანეთის სუპერთასის ისტორიაში გოლი გაიტანაა. მანამდე, რეკორდი არიც ადურისს და რაულ გარსიას (34 წელი და 187 დღე) ეკუთვნოდათ. მან მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით თავი პირველად გამოიჩინა. ის განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა.
მატჩის 52-ე წუთზე, ”რეალის” უპირატესობა ორბურთიანი გახდა. მეტოქის საჯარიმოში ქარიმ ბენზემას აქტიურობას ”ატლეტიკის” კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად თავად ფრანგმა ფორვარდმა შეასრულა და ”სამეფო კლუბის” უპირატესობა გაამყარა. ბენზემამ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 შეხვედრაში თავის ანგარიშზე 24 ბურთი ჩაიწერა. შეხვედრის 87-ე წუთზე პენალტი ”რეალის” კარის მიმართულებითაც დაინიშნა, რადგან რაულ გარსიას თავურის შემდეგ ედერ მილიტაო ხელით ითამაშა და წითელი ბარათიც მიიღო. რაულ გარსიამ პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ “რეალმა” “ატლეტიკთან” ისტორიაში პირველად მოიგო ერთრაუნდიანი დაპირისპირება, აქამდე ბასკურ გუნდთან ესპანეთის “სამეფო თასზე” მადრიდელები ერთმატჩიან დუელში 5-ჯერ დამარცხდნენ (1916, 1933, 1939, 1943 და 1958 წლებში).
”რეალისთვის” ეს ესპანეთის სუპერთასის მე-12 ტიტულია. ”ბლანკოსზე” მეტჯერ ესპანეთის სუპერთასის ტიტული მხოლოდ ”ბარსელონას” აქვს მოგებული. კატალონელთა ანგარიშზე 13 ტიტულია.
მადრიდელებმა ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 13 ფინალიდან მხოლოდ ერთი წააგეს.
„რეალის“ თავკაცმა იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ კარიერაში 21-ე ტიტული მოიგო, ხოლო „სამეფო კლუბთან“ ერთად მეხუთე.
„რეალის“ ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ესპანურ გრანდში 21-ე ჯილდო მოიპოვა და კლუბის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ფრანსისკო ჰეტოს ეკუთვნოდა – მეორე ადგილზე სერხიო რამოსია (22), ხოლო მესამეზე მანოლო სანჩისი (21).
„რეალმა“ არსებობის ისტორიაში 95-ე ტიტული მოიპოვა, ხოლო „ბარსელონამ“ – 96.