საქართველოს ნაკრების ექსმცველი: „გუგეშაშვილს „ყარაბაღის“ სასტარტოში დამკვიდრება გაუჭირდება“

0
51

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მცველ ვალერი აბრამიძეს, რომელსაც აზერბაიჯანში ბაქოს „ნეფთჩიში“ და „ინტერში“ (ამჟამინდელი „კეშლა“) უთამაშია, მიაჩნია, რომ ლუკა გუგეშაშვილს აგდამის „ყარაბაღის“ სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდება.
„ეს მეკარე საქართველოში საკმაოდ ძლიერად მიიჩნევა. ის ესპანეთის „გრანადაში“ ირიცხებოდა. ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკთან შედარებით გამოცდილია და საკმაოდ პერსპექტიულია. თუმცა, მას ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამოს სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდება, პლუს კონკურენცია აზერბაიჯანის ნაკრების „პირველ ნომერ“ შახრუდინ მაგომედალიევთან მოუწევს.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ „ყარაბაღი“ მატჩების უმეტესობაში მოედანზე დომინირებს. ასეთ დროს ლეგიონერი მეკარის დაყენება, როდესაც გუნდის მთელი შეტევის ხაზი უცხოელებითაა დაკომპლექტებული, ყოველთვის გონივრული ნაბიჯი არაა. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა თავისი შანსის გამოყენებას ეცდება“.