აზერბაიჯანის ნაკრების ფუტსალისტი: „საქართველო ჩვენთან შეხვედრაში ფავორიტია“

0
47

აზერბაიჯანის ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ბრაზილიელ ედუარდოს აზრით, ევრო-2022-ის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მის გუნდთან ფავორიტია. მან ამის შესახებ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

-ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში აზერბაიჯანი საქართველოს შეხვდება. კალენდარი მისაღებად მიგაჩნიათ?
-არ ვმალავ, რომ რთულ ჯგუფში მოვხდით. მართალია, საქართველოს ნაკრები დებიუტანტია, მაგრამ ახალი ფუტსალისტებით გაძლიერდა. ქართველებმა ბევრი სპარინგი ჩაატარეს. მათ ადრინდელ და ამჟამინდელ მატჩებს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენი დაპირისპირების ფავორიტი საქართველოა. დებიუტანტის სტატუსის გამო ქართველები კიდევ უფრო მოტივირებულნი იქნებიან. გასაგებია, რომ ეს ჩემი წინასამატჩო აზრებია.
-საქართველოს ნაკრების მატჩები გიყურებიათ?
-რა თქმა უნდა. დარწმუნებული საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროზე კარგი შედეგი აჩვენოს. გარდა ამისა, ქართველების წამყვან მოთამაშე რონინიოსთან ერთად კლუბში ვთამაშობ. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ.
-მან აზერბაიჯანთან ერთად ჯგუფში მოხვედრის შესახებ რა თქვა?
-ამის შესახებ ჯერ კიდევ კენჭისყრის შემდეგ ვკითხე. აღიარა, რომ მოვლენათა ასეთი განითარება არ სურდა.