გოგა ბითაძე 4 ქულით დაბრუნდა

0
54

“ინდიანა პეისერზმა” NBA-ს რეგულარული პირველობის მორიგ შეხვედრაში “ბოსტონ სელტიკსთან” 100:119 წააგო, კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულმა გოგა ბითაძემ კი წლეულს პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ინდიანაპოლისელთა ქართველმა ცენტრმა  პარკეტზე 4:40 წუთი გაატარა – მის ანგარიშზე 4 ქულაა. გოგამ ორიდან ერთი ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ინდიანამ ბოლო ცხრა შეხვედრაში მერვედ წააგო. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 27 წაგებით მე-13 ადგილზეა. “ინდიანა” მომდევნო მატჩს 15 იანვარს “ფინიქს სანზთან” ჩაატარებს.