დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში განაგრძობს

0
60

დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში განაგრძობს. თბილისის “დინამომ” 23 წლის ფეხბურთელი ჩეხეთის 16-გუნდიანი ჩემპიონატის აუტსაიდერ „კარვინაში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
კობოური „დინამოს“ აღზრდილია, ხოლო პირველ გუნდში 2015-2016 წლების სეზონიდან გამოდიოდა და 140 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს 7 საგოლე პასი გააკეთა. მან 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვა, ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა, ხოლო ორჯერ – სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასს.
დავით კობოური: “საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ვიასპარეზებ. ცენტრალური მცველის პოზიციისა გარდა, ზოგჯერ მარცხენა მცველადაც ვთამაშობ. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და ეს კლუბი მომწონს”.
ლუბომირ ვლკი (“კარვინას” სპორტული დირექტორი): “მას საუცხოო მონაცემები აქვს და ხარისხიანი მოთამაშეა, ამასთანავე “ცაციაა”. ყველაზე მთავარი გუნდში და მოედანზე მისი ადაპტაციაა. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ლიგა ხომ საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავდება”.