„რივერ პლეიტმა“ მცველი „ზენიტიდან“ შეიძინა

0
45

არგენტინულმა გრანდმა „რივერ პლეიტმა“ მცველი ემანუელ მამანა სანკტ-პეტერბირგის „ზენიტიდან“ შეიძინა. ბუენოს აირესელთა პრესსამსახურის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. თუ რა თანხა მიიღო „ზენიტმა“ მის სანაცვლოდ არ გახმაურებულა. Transfermarkt არგენტინელ ცენტრალურ მცველს 2 მილიონ ევროდ აფასებს. მამანა „ზენიტში“ 2017 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. მანამმდე, 2014-2016 წლებში სწორედ „რივერ პლეიტში“ გამოდიოდა. მან რუსულ კლუბში ყველა ტურნირში 41 მატჩი ჩაატარა. ბოლო 2 სეზონი არგენტინელი იჯარით „სოჩიში“ გამოდიოდა, სადაც 25 -ჯერ ითამაშა.