ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარე “ბარსელონაში” ითამაშებს

0
82

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარე სლოტე დიმიტრიევსკი “რაიო ვალეკანოდან” “ბარსელონაში” გადადის. ekipa.mk-ის ინფორმაციით მხარეები 28 წლის გოლკიპერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. დიმიტრიევსკი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კატალონიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს. მას “რაიო ვალეკანოსთან” ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს და ბალკანელის გამოსასყიდი თანხა Transfermarkt-ის მიხედვით 2,5 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში დიმიტრიევსკიმ ლა ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 14 გოლი გაუშვა, ხოლო 6-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა.