აქსელ ტუანზებე, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მიმდინარე სეზონს იტალიის „ნაპოლიში“ დაასრულებს. ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის იჯარა დაადასტურა. მანჩესტერელები ტუანზებეს განათხივრების სანაცვლოდ 600000 ევროს მიიღებენ.
ტუანზებე „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია და პირველ გუნდში ყველა ტურნირში 37 თამაში ჩაატარა. მან მიმდინარე სეზონისს პირველი ნახევარი იჯარით ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაატარა.
