“მილუოკი ბაქსს” იანის ადეტოკუმბო დაუბრუნდა და “ხარირმებმა” გასვლაზე ნბა-ს ერთ-ერთი ფავორიტი “ბრუკლინი” დაამარცხეს – 121:109. მატჩში მონაწილეობა მიიღო მილუოკელთა სუპერვარსკვლავის პოზიციაზე მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილმა. წინა მატჩში ქართველმა ფორვარდმა ანტეტოკუმბოს არყოფნის გამო 23 წუთი ითამაშა, ამჯერად მას 15 წუთი მიეცა, რომელიც სანდრომ საკმაოდ კარგად გამოიყენა.
მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი გააცუდა. სანდრომ კარგად იმუშავა მეტოქის ფარზე, სადაც 3 მოხსნა მოიპოვა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. ქართველი ფორვარდი 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
საუკეთესო, რა თქმა უნდა, იანის ანტეტოკუმბო გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. ცენტრმა ბობი პორტისმა 25 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ბრუკლინში კევინ დიურანტი 29 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მასპინძლებს ვერ დაეხმარა კაირი ირვინგი, რომელიც აუცრელია და ნიუ იორკის კანონების შესაბამისად, მოედანზე სათამაშოდ ვერ გადის. ირვინი ბლუკლინელებს მხოლოდ გასვლით მატჩებზე დაეხმარება.
შემდეგ მატჩს “მილუოკი” 9 იანვარს, სტუმრად “შარლოტთან” გამართავს.
კალათბურთი მამუკელაშვილის ოთხიანები და მოგება “ბრუკლინთან”