40 წლის კაბალიერო „საუთჰემპტონში“ სეზონის ბოლომდე დარჩება

0
44

ვილი კაბალიერომ „საუთჰემპტონთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. 40 წლის არგენტინელი მეკარე გუნდს დეკემბრის დასაწყისში შეუერთდა და ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმა. ის იმიტომ დაიმატეს, რომ „საუთჰემპტონის“ სხვა გოლკიპერები ტრავმირებულნი იყვნენ.
თუმცა, მთავარი მწვრთნელის რალფ ჰაზენჰიუტლის გადაწყვეტილებით კაბალიეროსთან თანამშრომლობა გაგრძელდა, რადგან გერმანელი სპეციალისტი აზრით გამოცდილი კარის დარაჯი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. კაბალიერომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 2 შეხვედრა ჩაატარა – ლონდონის „არსენალთან“ (0:3) და „კრისტალ პალასთან“ (2:2).