„ვულვზის“ ისტორიული გამარჯვება მანჩესტერში

0
16

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვულვერჰემპტონი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე პორტუგალიელმა ჟოაო მოუტინიომო გაიტანა. გერმანელი რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მანჩესტერელებმა პირველი მატჩი წააგეს. მანამდე, მისი ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ 3 შეხვედრა მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1980 წლის თებერვლის შემდე შინ „ვულვზთან“ პირველი მატჩი წააგო. მანამდე, ჩატარებული 10 შეხვედრიდან „წითელმა ეშმაკებმა“ 7-ჯერ გაიმარჯვეს და 3 მატჩი ფრედ დასრულდა, ჰარი მაგუაირის ტრავმის გამო, მასპინძლებს პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ უკაპიტნა, რომელსაც ეს პატივი წილად 2008 წელს „ბოლტონთან“ ჩატარებული თამაშის შემდეგ პირველად ხვდა.