ტიაგო სილვამ „ჩელსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
9

ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვა ლონდონის „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე დადო. მან მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირში 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ტიაგო სილვა ლონდონელთა რიგებში 2020 წლის აგვისტოში გადავიდა და გასულ სეზონში 34 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.