„მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
27

„მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფრანგული კლუბის პრესსამსახუსი ინფორმაციით, ხორვატი ნიკო კოვაჩის მაგივრად ბელგიელი ფილიპ კლემანი გაუძღვება. 47 წლის სპეციალისტმა მონაკოელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
კლემანი 2019 წლიდან „ბრიუგეს“ წვრთნიდა, რომელიც „მონაკოს“ გამო დატოვა. მან გუნდის ბელგიის ჩემპიონატის 2-ჯერ, ხოლო ერთხელ სუპერთასი მოაგებინა. მიმდინარე სეზონში „მონაკო“ 29 ქულით საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-6 ადგილზეა.