სანსეტი „ატლეტიკის“ და ლა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
22

ბილბაოს „ატლეტიკის“ ნახევარმცველი ოიან სანსეტი ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში შევიდა. მე-19 ტურში ბილბაოელებმა შინ „ოსასუნას“ 3:1 მოუგეს და სტუმრებში სამივე გოლი სანსეტმა გაიტანა. ის 21 წლის 253 დღის ასაკში „ატლეტიკის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
გარდა ამისა, ესპანეთის ჩემპიონატის არსებობის განმავლობაში პირველად ჰეთ-თრიქი მიითვალა მოთამაშემ, რომელიც 2000 წელს ან უფრო გვიან დაიბადა. სანსეტმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.