პსჟ-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება. მის გარდა დადებითი პასუხი ასევე სერხიო რიკოს, ხუან ბერნატის და ნათან ბიტუმაზალის ტესტებმა აჩვენა. ოთხივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია.
გარდა ამისა, პსჟ-ს ვებგვერდის იმფორმაციით, ბრაზილიელი ნეიმარი სამშობლოში 9 იანვრამდე დარჩება, რის შემდეგ პარიზში დაბრუნდება. ის კოჭისს ტრავმას მკურნალობს და სავარაუდოდ ვარჯიშს სამ კვირაში განაახლებს.
