თბილისის “ლოკომოტივიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნახევარმცველი კახა კახაბრიშვილი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელი თბილისელებს გასული სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. მანამდე, კახაბრიშვილი სტუ-ში, “ვიტ ჯორჯიაში”, “ჩიხურაში”, “ცხინვალში” და “სიონში” გამოდიოდა.
მთავარი ნიუსი “ლოკომოტივიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა