ბრაზილიელი ფეხბურთის მეფე პელე მსხვილი ნაწლავის სიმსივნის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პელეს სიმსივნური წარმონაქმნი კვლავ აქვს, რომელიც ქირურგიული გზით უნდა მოშორდეს.
მსოფლიო სამგზის ჩემპიონი სან-პაულუს ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. „პაციენტი სტაბილურადაა და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაეწერება“, – აცხადებენ საავადმყოფოში.
პელეს სიმსივნის ამოსაკვეთი ოპერაცია 4 სექტემბერს ჩაუტარდა. მან ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა.





