პსჟ-ს მცველის სერხიო რამოსის დებიუტი საფრანგეთოის ლიგა 1-ის მე-14 ტურში „ნანტთან“ მატჩში შედგება, იუწყება L’Equipe.
35 წლის ესპანელი მცველისთვის ეს მატჩი ფრანგული გრანდის შემადგენლობაში, რომელსაც ზაფხულში შეურთდა სადებიუტო იქნება.
რამოსმა, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდის „რეალის“ კაპიტანი და ერთ-ერთი სიმბოლო იყო, ესპანური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო მისი დებიუტი რამდენჯერმე გადაიდო.





