ფრენკ ლამპარდმა „ნორვიჩის“ გაწვრთნა იუარა, იუწყება ინგლისური გამოცემა The Times.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 43 წლის სპეციალისტმა „ნორვიჩის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება გამართა და მისი დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.
თუმცა, საბოლოოდ ლონდონის „ჩელსის“ ექსდამრიგებელი პრემიერ ლიგის აუტსაიდერის გაძღოლას არ დათანხმდა.
ლამპარდი კარიერის დასრულების შემდეგ 2018-2019 წლების სეზონში „დერბი ქაუნთის“ ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019-2021 წლებში – „ჩელსის“.





