საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით – 0:3 დასრულდა.
ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, შორეული დარტყმით თეონა სუხაშვილის კარი ლინდა სალსტრიომმა აიღო. რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად პირველ ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა 68-ე წუთზე შეძლეს, საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით სანი ფრანსმა დაასრულა. საბოლოო შედეგი მალევე დაფიქსირდა, 71-ე წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად ემი ალანენმა შეასრულა.
საქართველო 0:3 ფინეთი
თბილისი, მიხეილ მესხი
საქართველო: სუხაშვილი, პასიკაშვილი (84′ გორგაძე), ჩხარტიშვილი (90+1′ ქადაგიშვილი), დანელია, მატვეევა, ჭიჭინაძე (90+1′ წოწერია), ხაბურძანია (84′ ბოლქვაძე), ბაქრაძე, ტატუაშვილი, სუთიძე, თოდაძე (72′ ჯანიკაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ალელიშვილი, გურიელიძე, გუჯაბიძე, დიმოპულუ
მთავარი მწვრთელი: გიორგი ჩხაიძე
ფინეთი: კორპელა, პიკუიამსა, კოივისტო, ენგმანი (46′ ფრანსი), ალანენი (76′ ჰირინენი), ჰერუმი, რანტანენი (64′ დანიელსონი), ვესტერლუნდი, სალსტრიომი, საინიო (64′ ატინენი), სუმანენი (36′ ოილინგი)
სათადარიგო შემადგენლობა: მილიოია, ტამინენი, აუვინენი, კემპლი, ნისტრიომი, სალმი, რანტალა
მთავარი მწვრთნელი: ანა სიგნეული
გოლი: 0:1 სალსტრიომი (17), 0:2 ფრანსი (68), 0:3 ალანენი (პენ.) (71)
გაფრთხილება: 11′ ხაბურძანია, 25′ კოივისტო, 86′ ფრანსი, 87′ ბაქრაძე
მსაჯები: ლუდმილა ტელბუხი (უკრაინა), სვიტლანა გრუშკო (უკრაინა), ირინა ჩაიკა (უკრაინა), სოფია პრიჩინა (უკრაინა)
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას სტუმრად სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 ოქტომბერს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.





