„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, კონფერენს ლიგაში პირველი თამაში წააგო.
დანიელებმა თავის მოედანზე საბერძნეთის პაოკს დაუპირისპირდნენ და უქულოდ დარჩნენ – 1:2.
ამაში თავისი წვლილი იმ ფაქტმაც ითამაშა, რომ მასპინძლებს მე-9 წუთზე მეკარე კამილ გრაბარა გაუძევეს.
სტუმრენ/ბმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს, ხოლო 38-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღეს.
„კოპენჰაგენმა“ მე-80 წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ქულა ვერ გადაარჩინა.
ხოჭოლავამ დანიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
„კოპენჰაგენი“ 6 ქულით F ჯგუფში მე-2 ადგილზეა, ხოლო 7 ქულით პაოკი ლდერობს.





