17-წლამდე ფეხბურთელებს შორის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-4 ჯგუფის მატჩებს, 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, ჯგუფურ ეტაპზე – ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი იქნებიან.
? 19:00 | 22 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია
? 19:00 | 25 ოქტომბერი – უნგრეთი V საქართველო
? 19:00 | 28 ოქტომბერი – ესტონეთი V საქართველო
გიორგი ჩიტაურის გუნდი, უნგრეთში 21 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი. ასაკობრივ ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, დინამო თბილისის ნახევარმცველები – ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი რობაქიძე ვერ დაეხმარებიან. ნინიძე მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო რობაქიძეს შეკრების დაწყებამდე Covid-19 დაუდასტურდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).
მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).
თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).
? გიორგი ჩიტაური (17-წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. სამივე მეტოქე შესწავლილი გვყავს – ისლანდია ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერები არიან; უნგრეთი შედარებით უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო რაც შეეხება ესტონეთს, ისინი უფრო სტანდარტული სიტუაციების სწორად გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არცერთ მოწინააღმდეგეს, ჩვენთან იოლი მატჩი არ ელის.





