„რაკოვმა“, რომელშიც ვაკო გვილია თამაშობს, წაუგებელი მატჩების სერია რვამდე გაახანგრძლივა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში, „რაკუვმა“ სტუმრად „შლიონსკი“ 2:1 დაამარცხა და გვილია მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვერ მოხვდა. მანამდე, მან 5 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
„რაკუვმა“ მიმდინარე სეზონში ერთი თამაში წააგო და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-11 ტურში „ლუვენი“ „ლიეჟს“ ეწვია და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ლევან შენგელია სტუმართა სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა. „ლუვენი“ 20 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
„ზირემ“ გასვლაზე „გაბალასთან“ ქულა (1:1) აიღო და ქართველმა თავდამსხმელმა დავით ვოლოკოვმა შეუცვლელად ითამაშა.
მერაბ გიგაურის „კეშლამ“ სტუმრად „გაბალა“ 2:1 დაამარცხა და ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 2 ტაიმი გაატარა.




